ახალი ამბებირეკლამა

დავით ფერაძე გემთმფლობელი და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“-ს დირექტორს შეხვდა

13 მაისი, 2019 • 1214
დავით ფერაძე გემთმფლობელი და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“-ს დირექტორს შეხვდა

სსსაქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორი დავით ფერაძე გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის  ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს  პატარა ზომის საკონტეინერო გემების  მომსახურების ოპერატორებთან, რომლებიც მზად არიან განიხილონ მათი შავ ზღვაში შემოყვანა და ოპერირება. ამასთანავე  მზადდება საკონტეინერო გემების მიმოსვლის ტექნიკურეკონომიკური დასაბუთება.

შეხვედრის ფარგლებში, სსსაქართველოს რკინიგზადა „FRANCO COMPANIA NAVIERA“ შეთანხმდნენ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობისთვის საჭირო საკითხების კოორდინაციაზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩინეთიდან დაფიქსირდა კონტეინერების (TEU) 177%-იანი  და  საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების ჯამური 573%-იანი ზრდა.

ამასთან,  2019 წელს კასპიის ზღვაზე გაშვებულია საკონტეინერო გემი, რაც დადებითად მოქმედებს სატრანზიტო ვადებსა და ტვირთბრუნვაზე,  უფრო აქტუალურს ხდის შავ ზღვაზე პირდაპირი საკონტეინერო კავშირების დანერგვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი