“კოალიციის დაშლა მოსალოდნელი არ არის და აქედან გამომდინარე ჩვენ არც ველოდებით, რომ ხვალ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” არ გამოცხადდებიან” – ეს განცხადება ვოლსკიმ დღეს, კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში პრემიერის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ გააეკთა.
ვოლსკის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ირაკლი ალასანიას მიერ 18 საათზე გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხდება:
“ჩემთვის მოულოდნელი იყო აბსოლიტურად ირაკლი ალასანიას გაკეთბული განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული ვიყავით პრინციპულად, რომ ყოველგვარ პოლიტიკურ თემას გაევმიჯნებით და აბსოლუტურად არ მოხდება ამ თემის პოლიტიზება. განსაკუთრებით სამწუხაროა ის განცახდება, რომელიც შეეხება ჩვენი საგერეო კურისის თემას. მე დარწმუნებული ვარ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია მიიღებს სწორ და მართებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. სწორედ შეხედავს და გააანალიზებს სიტუაციას და ფრაქციის წარმომადგელები დაესწრებიან პოლიტსაბჭოს სხდომას.”
რაც შეეხება ალასანიას გუნდის წევრებს, რომელთაც საპასუხისმგებლო თანამდებობები უკავიათ, ვოლსკი აცადებს, რომ მისი სურვილია ამ ადამიანებმა თანამდებობები არ დატოვინ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა მას შემდეგ, რაც ალასანიამ განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ იყო მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე.