ახალი ამბები

ჩემსა და ზაზა სარალიძეს შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა – მაჩალიკაშვილი

9 მაისი, 2019 • 2029
ჩემსა და ზაზა სარალიძეს შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა – მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ზაზა სარალიძე რამდენიმე თვეა პარლემენტის შენობის წინ აქციაზე აღარ მისულა.

როგორც ის ამბობს, რაიმე დაპირისპირება სარალიძესთან არ ჰქონია და აქციებზე სარალიძე პირადი მიზეზის გამო არ მიდის. ამ მიზეზზე მაჩალიკაშვილი არ საუბრობს.

“ორ თვეზე მეტია ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ აქციაზე აღარ არის. მიზეზს ვერ გეტყვით, რადგან ეს ზაზას პირადი საქმეა. ერთი შემიძლია გითხართ, რომ ზაზას გვერდით დასადგომად ჩამოვედი.  ვიგრძენი, რომ ამ კაცს ის სიმწარე ჰქონდა, რასაც მე ვგრძნობდი. ჩემსა და ზაზა შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, როგორც ამას ავრცელებენ. ერთმანეთისთვის ერთი საწყენის სიტყვაც არ გვითქვამს. უბრალოდ, მე მაგ კაცს დაღლა შევამჩნიე… ალბათ, დაიღალა. მეორეც, მას შვილი სახელმწიფომ არ მოუკლა, მე შვილი სახელმწიფომ მომიკლა,”-განაცხადა მაჩალიკაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი