ახალი ამბები

ჩართოლანი: გიორგი ფოფხაძე ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელად არ დანიშნულა

3 ნოემბერი, 2014 • • 2249
ჩართოლანი: გიორგი ფოფხაძე ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელად არ დანიშნულა

ჩართოლანი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის ბიუროს გიორგი ფოფოხაძე უხელმძღვანელებს:   

 

“პირველად მესმის ეს ამბავი. ეს ინფორმაცია საიდან ვრცელდება? როცა დადასტურდება რაიმე, მაშინ შემიძლია გავაკეთო კომენტარი, თუ რატომ ესა თუ ის კანდიდატურა. ამ ეტაპზე ეს არის ჩვეულებრივი ჭორი.”

 

ჩართოლანის ინფორმაციით, ბრიუსელის ბიუროს ამოქმედების საკითხი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ გადაწყდება:  

 

“ბრიუსელის ბიურო როდის გაიხსნება და ამოქმედდება, არ არის დაზუსტებული. ჯერჯერობით საინფორამციო სამსახურს არ ჰყავს უფროსი. არის მოვალეობის შემსრულებელი. შესაბამისად, დაინიშნება საინფორმაციიო სამსახურის უფროსი და შემდგომ გადაწყდება, ვინ უნდა იყოს ამ ბიუროს უფროსი მასთან შეანხმებით. ქეთი ქარდავა იქნება თუ ვინმე სხვა, ეს არის მსჯელობის საგანი.”  

 

გოგა ჩართოლანი
გოგა ჩართოლანი

მასალების გადაბეჭდვის წესი