ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გამოკითხვის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტს მაღალი რეიტინგი აქვს

3 ნოემბერი, 2014 • 1161
გამოკითხვის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტს მაღალი რეიტინგი აქვს

გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, ახლა რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ილჰამ ალიევის კანდიდატურას რესპონდენტთა 83% დაუჭერდა მხარს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 65%-მა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ილჰამ ალიევის ალტერნატივას ვერ ხედავს.

კითხვაზე, “გამოხატავს თუ არა ილჰამ ალიევი ისეთი ადამიანების ინტერესებს, როგორიც თქვენ ხართ”, გამოკითხულთა 82% -მა დადებითი პასუხი გასცა.

რესპონდენტთა 68% კი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანი სწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხვა 17 – 21 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1300-მა ადამინმა მიიღო, რომელთა მინიმალური ასაკი 18 წელია.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი