ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლიდინგტონი: ყარაბაღის კონფლიქტი შეშფოთების წყაროს წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოსთვის

3 ნოემბერი, 2014 • 1162
ლიდინგტონი: ყარაბაღის კონფლიქტი შეშფოთების წყაროს წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოსთვის

მისი თქმით, დაურეგულირებელი კონფლიქტი ემუქრება როგორც კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის სტაბილურობას. 


მინისტრის განცხადებით, ლონდონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში. 

 

“საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააორმაგოს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ხელშეწყობა, რათა შეწყდეს ამ კონფლიქტით გამოწვეული ადამიანური ტრაგედია, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება. ჩვენ გვსურს პროგრესი შუამავლების ქმედებებში”, – აცხადებს ლიდინგტონი.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი