ახალი ამბები

კიევში რუსული “უკვდავი პოლკის” წინააღმდეგ მარველის პერსონაჟების პორტრეტებით გამოვიდნენ

9 მაისი, 2019 •
კიევში რუსული “უკვდავი პოლკის” წინააღმდეგ მარველის პერსონაჟების პორტრეტებით გამოვიდნენ

კიევში რუსეთში დაფუძნებული “უკვდავი პოლკის” შეკრება მისმა მოწინააღმდეგეებმა “მარველის” პერსონაჟების ფოტოებით ხელში გააპროტესტეს. ორიგინალური კონტრაქცია “უკვდავი გრუტი” დღეს, 9 მაისს, კიევის ცენტრში გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ღონისძიება რუსული “უკვდავი პოლკის” ფორმატში ჩაატარეს, თუმცა, განსხვავებული შინაარსით: მათ მიერ მიტანილ პორტრეტებზე “მარველის” პერსონაჟები, მათ შორის, თანოსის, ტონი სტარკის, გრუტის, შავი პანტერის, კაპიტანი მარველისა და სხვების პორტრეტები ეჭირათ. ტრადიციულ სლოგანთან – “დიდება უკრაინას – დიდება გმირებს” – ერთად, აქციაზე ისმოდა ფილმებში გახმიანებული პოპულარული შეძახილები: “დიდება თანოსს – სიკვდილი მტრებს”, “ევენჯერსი ხალხთან”, “ჩრდილოეთი მოდის” და ა.შ.

"უკვდავი გრუტი" - რუსული "უკვდავი პოლკის" საწინააღმდეგო აქცია კიევში. ფოტო: BBC News Ukrainian
"უკვდავი გრუტი" - რუსული "უკვდავი პოლკის" საწინააღმდეგო აქცია კიევში. ფოტო: BBC News Ukrainian

“უკვდავი გრუტი” – რუსული “უკვდავი პოლკის” საწინააღმდეგო აქცია კიევში. ფოტო: BBC News Ukrainian

“მოვედი, რათა გამოვხატო ჩემი უკმაყოფილება ფაქტის მიმართ, რომ რუსული პროპაგანდა, რუსეთზე ორიენტირებული “უკვდავი პოლკი” [შეკრებას] ატარებს უკრაინაში. უკრაინის გმირების ხსოვნას, რომლებიც უკრაინული მიწების დასაცავად დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომში, ამასთან საერთო არაფერი აქვს. დღეს ჩვენ არ უნდა ვიცეკვოთ და ვიმღეროთ, რადგან ომი – ეს სიკვდილია”, – განუცხადა “უკვდავი პოლკის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილემ სააგენტო Hromadske-ს.

“უკვდავი პოლკის” მთავარ მიზნად დეკლარირებულია მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეთა ხსოვნის უკვდავყოფა. ინიციატივას დღევანდელი სახით საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს რუსეთში, პირველი მსვლელობა კი, ტრანსპარანტებითა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახლობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოებით, 2012 წლის 9 მაისს გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, “უკვდავი პოლკი” არაკომერციული და არაპოლიტიკური ინიციატივაა, თუმცა მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი