ახალი ამბები

ვაკის პარკში კიდევ ერთი პირი დააკავეს

9 მაისი, 2019 • 1024
ვაკის პარკში კიდევ ერთი პირი დააკავეს

ვაკის პარკში ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული კ.კ., რომელიც “შეეცადა, განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით მიეყენებინა დაზიანება, პოლიციამ ადგილზე დააკავა”.

კ.კ. დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

თბილისში 9 მაისთან დაკავშირებით მიმდინარე აქციების ფარგლებში ამ დროისთვის სულ 3 ადამიანია დაკავებული. მანამდე 1983 წელს და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვაკის პარკთან 2 ადამიანი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი