ახალი ამბები

“უკვდავი პოლკის” აქცია ანწუხელიძის ფოტოებით გააპროტესტეს [ფოტო]

9 მაისი, 2019 • 1195
“უკვდავი პოლკის” აქცია ანწუხელიძის ფოტოებით გააპროტესტეს [ფოტო]

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც “უკვდავი პოლკის” აქცია მიმდინარეობს, მოძრაობამ “რუსეთი ოკუპანტია” მსვლელობა გამართა.

კონტრაქციის “არა პუტინის მარშს” მონაწილეები “უკვდავი პოლკის” აქციის მონაწილეებს მიუახლოვდნენ და გიორგი ანწუხელიძის ფოტოები აწიეს. მათ ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: “ნატო ჩვენი არჩევანია”.

კონტრაქციის მონაწილეების თქმით, კონტრაქციის მიზანი არ არის “უკვდავთა პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პროდასავლური აზრის მშვიდობიანად გახმიანება.

ვაკის პარკში ოკუპაციას მეორე ჯგუფიც აპროტესტებს: ალეკო ელისაშვილი და მისი თანამოაზრეები. ამის პარალალურად ვაკის პარკში “უკვდავი პოლკის” აქციაც უნდა გაიმართოს.

ამავე თემაზე:

ვაკეში “უკვდავი პოლკის” მსვლელობა და კონტრაქცია მიმდინარეობს – ვიდეო/ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი