ახალი ამბები

ჩაქვი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

3 ნოემბერი, 2014 • • 1292
ჩაქვი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზაზე, გვირაბებთან, გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა, ჩამოშლილი იყო დაახლოებით 20-30 ათასი კუბური მეტრი მიწის მასა, რის შედეგადაც გზაზე მოძრაობა შეიზღუდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სპეცტექნიკით მიმდინარეობდა.

ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გზა
ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გზა

მასალების გადაბეჭდვის წესი