ახალი ამბები

ღვთისმშლობლისადმი წილხვდომილობის დღის დაწესებას მხარი გიგი წერეთელმაც დაუჭირა

8 მაისი, 2019 • 1530
ღვთისმშლობლისადმი წილხვდომილობის დღის დაწესებას მხარი გიგი წერეთელმაც დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “შრომის კოდექსში” ცვლილებას, რომლის თანახმადაც, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად, ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც განისაზღვრა.

სხდომას 107 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა 11-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ეს დეპუტატები არიან ოთარ დანელია, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე, ზაზა კედელაშვილი, ირმა ნადირაშვილი, კობა ნაყოფია, სერგო რატიანი, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი.

ოპოზიციიდან კანონპროექტს მხარი დაუჭირეს გიგი წერეთელმა “ევროპული საქართველოდან”, “პატრიოტთა ალიანსმა”, ასევე, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა.

სრულია სია, ვინ დაუჭირა და ვინ არა მხარი საქართველოს ღვთისმშობლობისადმი წილხვდომილობის დღის დაწესებას, ნახეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი