საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერი, ერთ დროს, კელტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. კელტების შთამომავლებს შორის არიან ირლანდიელები, ვალიელები, შოტლანდიელები და ბრეტონელები. ძველად ამ დღეს სამაინს უწოდებდნენ და სწამდათ, რომ გარდაცვლილთა სულები ერთი ღამით დედამიწაზე სახეტიალოდ თავისუფლდებოდნენ. ამ სულების გარდაცვლილთა სამყაროში გასაცილებლად და შესაშინებლად ხალხი კოცონს ანთებდა. პოტენციურად სახიფათო სულების დამშვიდებას კი ხალხი საკვების ძღვენით ცდილობდა. ყველა წმინდანის დღის წინა საღამოს თავდაპირველად ერქვა „All Hallows’ Eve” (“hallowed” ნიშნავს წმინდას), სწორედ აქედან წარმოიშვა სახელწოდება ჰელოუინი. ემიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფმა აშშ–ში ჰელოუინის ტრადიციებიც ჩაიტანა. მაგრამ დღესასწაულმა ნამდვილი ფესვები მეცხრამეტე საუკუნეში, აშშ–ში მილიონობით ირლანდიელის ჩასვლისას გაიდგა; ირლანდიელებმა თან ჩაიტანეს მათი კელტი წინაპრების ჰელოუინის კოსტიუმებიც. მალე ჰელოუინის დღესასწაული მთელ ამერიკაში გავრცელდა და აფრიკელების, გერმანელების, ინგლისელების და შოტლანდიელების მიერ აღნიშნულ მსგავს დღესასწაულებს შეერწყა.
ჰელოუინის დღესასწაულზე ადამიანები სპეციალურ კოსტიუმებს ატარებენ, ზოგ შემთხვევაში, საშიშ ფორმებს ირჩევენ, ხშირად ცნობილი ფილმების გმირებს განასახიერებენ, ცხოველებს ან სხვა. გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს (ეპა) მასალებს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღესასწაულის აღნიშვნაა ასახული მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს: