იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, უვადო მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ამიერიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს “გიგაური-მშვენიერაძის კლანად“ მოიხსენიებს. ამის შესახებ გვრიტიშვილმა ფეისბუკზე დაწერა.
“ძვირფასო მკითხველებო, ამიერიდან ე.წ. არასამთავრობოებს მოვიხსენიებ ,,გიგაური-მშვენიერაძის კლანად“.
ჯერ ვფიქრობდი, მშვენიერაძის ნაცვლად სალაძე ხომ არ ჩამესვა ტანდემში, მაგრამ არა, ამ ბოლო დროს აშკარად გამოიკვეთა, რომ მშვენიერაძე უფრო დიდი საზოგადო მოღვაწეა.
ჯანეზაშვილ-დოლიძესაც ამის შემდეგ ცალკე აღარ გამოვყოფ, ეგენი ხომ ხსენებული კლანის ჯარისკაცები და რუპორები არიან.
ისე, სიამოვნებით მოვისმენ თქვენს შემოთავაზებებს ამ ,,კლანის“ სახელწოდების სხვაგვარად ჩამოსაყალიბლადაც
მიუხედავად იმისა, რომ გვრიტიშვილი განმარტებას არ აკეთებს ამ გადაწყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემის კრიტიკისას ე.წ. ჩინჩალაძის კლანს ხშირად ახსენებენ. მაგალითად, პეტიციაში, რომელშიც ისინი იუსტიციის საბჭოს მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე საუბრობდნენ, წერია:
“დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან კლანის ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო – ლევან მურუსიძე,” – წერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები “მანიფესტში – მართლმსაჯულების გადასარჩენად”.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა, ჩინჩალაძე/მურუსიძის გადადგომა და სხვა მოთხოვნები – პეტიცია