ახალი ამბები

მამუკა ბახტაძეს საპატიო ხონელის სტატუსი მიენიჭა

6 მაისი, 2019 • 871
მამუკა ბახტაძეს საპატიო ხონელის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპატიო ხონელის სტატუსი მიენიჭა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შესაბამისი ჯილდო პრემიერს დღეს ხონის ბულვარში, ხონელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცეს.

პრემიერ-მინისტრმა ბულვარში შეკრებილ მოსახლეობას ხონელობის სახალხო დღესასწაული და გიორგობა მიულოცა:

„მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ფესვებით. ხონი უნიკალური, ულამაზესი კუთხეა, რომელმაც ძალიან ბევრი ქართული ფასეულობა და ტრადიცია შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს. ხონი არის კუთხე და ქალაქი, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. თქვენი თხოვნის შესაბამისად, ყველა სკოლა, რომელიც ამას საჭიროებს, დროულად იქნება რეაბილიტირებული.

წლის ბოლომდე დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას და მასთან ერთად ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, ხონი იქნება ძალიან წარმატებული და დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ყველაზე მეტი ტურისტი და იქნება ნამდვილი იმერული, გულანთებული სტუმარ-მასპინძლობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი