ახალი ამბები

ხონში, კინჩხის კანიონთან ადამიანი დაიღუპა

4 სექტემბერი, 2023 •
ხონში, კინჩხის კანიონთან ადამიანი დაიღუპა

ხონის მუნიციპალიტეტში კინჩხის კანონთან ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების თქმით დაღუპული საქართველოს მოქალაქეა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თანმხლებ პირებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, თუმცა უამინდობის გამო გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტეს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, წვიმის გამო ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცდა და ლომინას ტბასთან გზიდან გადავარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი