ახალი ამბები

5 საუკეთესო საპიკნიკე ადგილი თუშეთისკენ მიმავალ გზაზე [ფოტო]

8 ნოემბერი, 2014 • • 12232
5 საუკეთესო საპიკნიკე ადგილი თუშეთისკენ მიმავალ გზაზე [ფოტო]

სტორის ხეობა, რომელიც ამავე დასახელების მდინარეს მიუყვება, კახეთში, თელავიდან 50 კილომეტრში, მდებარეობს. თბილისიდან ხეობამდე მისასვლელად 2 საათი და 30 წუთი დაგჭირდებათ. 

სტორის ხეობაზე გადის თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი სამანქანო გზა. ადგილობრივები და ტურისტები მდინარის ნაპირთან არსებულ მდელოებს პიკნიკისთვის, მწვადის შესაწვავად ან კარვით ღამისთევისთვის იყენებენ.

ხეობის ციცაბო ფერდობებზე მარადმწვანე ხეებში ფოთლოვანი ტყე არის შერეული. ტყეების მიღმა და ყინულით დაფარული მყინვარი მოჩანს, რომელიც ხეობის მიღმა მდებარეობს.

სამანქანე გზა, რომელიც მდინარეს ზემოდან დაყურებს, ხავსმოკიდებულ ლოდებსა და ხეებს მიუყვება. მდინარის ნაპირებთან კოცონის ნაკვალევსაც ნახავთ, რაც იმის ნიშანია, რომ აქ ხეობის სტუმრები ჩერდებიან და სადილობენ. ადგილობრივების თქმით, ხეობაში 18 საპიკნიკე ადგილის ნახვა შეიძლება.

საპიკნიკე ადგილებთან დარჩენილი პოლიეთილენის პარკები და ბოთლები, ეთჯერადი თეფშები და სხვა ნაგავი ხეობის სტუმრების დატოვებულია, რადგან სტორის ხეობაში არავინ ცხოვრობს. გზას ისინიც იყენებნ, ვინც თუშეთისკენ მიემართება.

ხეობაში რომელიც ადგილობრივების თქმით, მდიდარია მცენარეებისა და ცხოველების ენდემური ჯიშებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობილი არაა. აქ არც ღამის გასათევი კოტეჯები დაგხვდებათ და არც ნაგვის ურნები. 

ადგილობრივ თვითმმართველობას ნაგავი პერიოდულად გააქვს, თუმცა აპირებენ, რომ ხეობაში ტუალეტები და ნაგავსაყრელი დადგან. ასევე სურთ, რომ ხეობას ყავდეს მცველები, რომელბიც გარემოზე იზუნებენ. ამიტომ გიჩევთ წაიღოთ ცალკე პარკი ნარჩენებისთვის.

სტორის ხეობაში მობილური კავშირის დაფარვის ზონის მიღმაა, ამიტომ  თუ ფეხით გაივლით ხეობის რომელიმე მონაკვეთს, არ ჩამორჩეთ გუნდს, რადგან მდინარის ხმის გამო შესაძლოა თანამგზავრებისთვის ხმის მიწვდენა გაგიჭირეთ.

ხეობის მეშვიდე კილომეტრზე გზის პირას არის წყარო და იქვე არის მჭავე წყლები, რომელიც ერთ-ერთ საპიკნიკე ადგილთან, სვიანასთან მდებარეობს.

ხეობა თბილისიდან 2 საათის სავალზე მდებაროებს, ხოლო თელავიდან იქ მიღწევას ნახევარი საათი სჭირდება. თუ საკვებს თან არ წაირებთ და არც თელავში  იყიდით,  უახლოესი მაღაზია სოფელ ლეჩურში მდებარეობს. სოფელ ფშაველში, რომლის შემდეგ მოდის სოფელი ლჩური რამდენიმე მაღაზია მდებარეობს, სადაც არჩევანის მეტი საშუალებაა.

მდინარე სტორი არის ალაზნის ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი და დიდი შენაკადი.

კიდევ ერთი საპიკნიკე ადგილი მდინარე სტორის ნაპირთან. სტორის ხეობა. 31.10.2014
კიდევ ერთი საპიკნიკე ადგილი მდინარე სტორის ნაპირთან. სტორის ხეობა. 31.10.2014

ხეობის მე-6 კილომეტრზე მდებარე ადგილს ‘სვიანას’ უწოდებენ. აქ მაგიდა და სკამები დაგვხდებათ. სტორის ხეობა. 31.10.2014
ხეობის მე-6 კილომეტრზე მდებარე ადგილს ‘სვიანას’ უწოდებენ. აქ მაგიდა და სკამები დაგვხდებათ. სტორის ხეობა. 31.10.2014

სვიანას საპიკნიკე ადგილთან, მდინარის პირას მიწიდან ამოდის მჟავე წყალი, რომელიც ადგილობრივების თქმით დასალვეად ვარგისია. სტორის ხეობა. 31.10.2014
სვიანას საპიკნიკე ადგილთან, მდინარის პირას მიწიდან ამოდის მჟავე წყალი, რომელიც ადგილობრივების თქმით დასალვეად ვარგისია. სტორის ხეობა. 31.10.2014

მას შემდეგ რაც გასცდებით მდინარის პირას მდებარე რამდენიმე ნასახლარს, დაინახავთ გაშლილ მდელოს, რომელსაც ადგილობრივები საპიკნიკედ იყენებენ. სტორის ხეობა. 31.10.2014
მას შემდეგ რაც გასცდებით მდინარის პირას მდებარე რამდენიმე ნასახლარს, დაინახავთ გაშლილ მდელოს, რომელსაც ადგილობრივები საპიკნიკედ იყენებენ. სტორის ხეობა. 31.10.2014

თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს ვიწრო ხევია, რომელიც ძალიან გავს თბილისის ლეღვთახევს. სტორის ხეობა. 31.10.2014
თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს ვიწრო ხევია, რომელიც ძალიან გავს თბილისის ლეღვთახევს. სტორის ხეობა. 31.10.2014

ხეობაში შესვლის შემდეგ მდინარის პირას გაშლილ პირველივე მდელოზე შეგხვდებათ კოცონის ნარჩენები. სტორის ხეობა. 31.10.2014
ხეობაში შესვლის შემდეგ მდინარის პირას გაშლილ პირველივე მდელოზე შეგხვდებათ კოცონის ნარჩენები. სტორის ხეობა. 31.10.2014

სოფელ ლეჩურის მაღაზია. თელავის რაიონი 31.10.2014
სოფელ ლეჩურის მაღაზია. თელავის რაიონი 31.10.2014

სტორის ხეობა რუკაზე
სტორის ხეობა რუკაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი