ახალი ამბები

ბათუმში სამაშველო სამსახური 45 -ჯერ გამოიძახეს

3 ნოემბერი, 2014 • • 964
ბათუმში სამაშველო სამსახური 45 -ჯერ გამოიძახეს

„ყველა გამოძახებაზე იყო რეაგირება. ძირითადი ზარები  დატბორვის გამო იყო, აეროპორტის მიმართულებით იყო ქუჩები დატბორილი, ჯგუფები გასულია და მუშაოებენ. ქობულეთში, სოფელ ალამბარში მეწყრული პროცესებია განვითარებული, თუმცა მაგისტრალური გზები ჩაკეტილი არ არის, გარდა გოდერძის უღელტეხილისა, რადგან იქ ერთი მეტრი თოვლია“-აცხადებს სამაშველოს უფროსი.

 

 

მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ ჯოჭოშიც. მამუკა თირმანიძის ინფორმაციით, ორ ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ზონაში. 

 

 

„მიმდინარეობს მოკვლევა, რამდენად უსაფრთხოა იმ ადგილზე ამ ოჯახების დაბრუნება. თუ დასკვნა იქნება დადებითი, მაშინ შეკეთდება დაზარალებულთა სახლები, თუ არა მოხდება მათი სხვაგან გადაყვანა“. 

 

 

მაშველებმა ამ დრომდე ვერ   მიაკვლიეს ქობულეთში, წყალში დაკარგულ მამაკაცს, რომელიც მდინარეში ძაღლის გამო შევიდა. 

ბათუმი წვიმა
ბათუმი წვიმა

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი