ახალი ამბები

მოკლულია “ჰამასის” მეთაური – ისრაელმა ღაზაზე წერტილოვანი დარტყმები დაიწყო

5 მაისი, 2019 • 1599
მოკლულია “ჰამასის” მეთაური – ისრაელმა ღაზაზე წერტილოვანი დარტყმები დაიწყო

ისრაელმა ღაზის სექტორში განხორციელებული წერტილოვანი დარტყმით დაჯგუფება “ჰამასის” მეთაური მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო მედია წერს.

თვითმხილველთა თქმით, ჰამედ ამჰედ აბედ ხუდრი მისი მანქანის დაბომბვას შეეწირა. ისრაელის მტკიცებით, ხუდრი პასუხისმგებელი იყო ირანიდან თანხების შემოტანაზე ღაზაში მოქმედი შეიარაღებული პირების შესაიარაღებლად.

“როიტერსი” პალესტინურ მხარეს ციტირებს, რომელიც აღნიშნავს, რომ ესაა პირველი შემთხვევა 2014 წლის ომის შემდეგ, როცა ისრაელმა მსგავსი ქმედება(წერტილოვანი დარტყმა) განახორციელა.

ისრაელსა და ღაზას შორის მეორე დღეა, დაპირისპირება არ წყდება. 4 მაისის დილიდან ამ დრომდე, ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით შეიარაღებულმა პირებმა ასობით რაკეტა გაუშვეს, რასაც მეორე მხრიდან საჰაერო დარტყმები მოჰყვა. ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირება განახლდა – არიან დაღუპულები

მასალების გადაბეჭდვის წესი