საქართველოს საელჩო ისრაელში იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე უწყება ქვეყნის სამხრეთით მყოფებს მოუწოდებს, ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის ინსტრუქციებს მიჰყვნენ.
“ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092” – წერია საელჩოს განცხადებაში
ისრაელსა და ღაზას შორის მეორე დღეა, დაპირისპირება არ წყდება. 4 მაისის დილიდან ამ დრომდე, ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით შეიარაღებულმა პირებმა ასობით რაკეტა გაუშვეს, რასაც მეორე მხრიდან საჰაერო დარტყმები მოჰყვა. ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირება განახლდა – არიან დაღუპულები