ახალი ამბები

Hyper XCloud – სათამაშო გარნიტურა Kingston-ისგან

30 ოქტომბერი, 2014 • 1745
Hyper XCloud – სათამაშო გარნიტურა Kingston-ისგან

კომპანია Kingston კარგადაა ცნობილი თავისი ხარისხიანი მეხსიერების ბარათებითა და SSD-დისკებით. ამჯერად კი ბრენდმა  გეიმერების გახალისება გადაწყვიტა.  Kingston-ის სიახლე – სათამაშო მოწყობილობა Hyper Xcloud ზუსტად ის არის, რასაც გამოუსწორებელი გეიმერები დიდი ხანია ელოდნენ.

 

მოდით, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მის შექმნაში ძალები არ დაიშურა. კომპლექტში ყურსასმენების გარდა შედის მიკროფონი, ორი დამაგრძელებელი (ერთ და ორ მეტრიანები), სამართავი პულტი, ორი გადამყვანი – ერთი თვითმფრინავში აუდიომოსასმენი, მეორე – 3,5მმ-იანი შესაერთებლების კომბინაცია,  სმარტფონის და მსგავსი გაჯეტებისთვის. ასევე კომპლექტში შედის შალითა  და ხავერდით მოპირკეთებული დამატებითი ყურსასმენის ბალიშები. სხვათა შორის, Hyper Xcloud-ის შალითა  განხილვის ცალკე თემაა. კომპანიამ მოსახერხებელი კონსტრუქციის შემუშავებისას მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე იზრუნა და შექმნა ნაჭრის ჩასადები, რომელშიც არის განყოფილება სადენებისთვის, გადამყვანების, მიკროფონისა და ბალიშებისთვის. 

 

ბალიშები ყურსასმენებს აქვს ორნაირი – ტყავისშემცვლელის და  ხავერდის, რომლებიც ფუნქციონალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ტყავისშემცვლელიანი ბალიშები აღჭურვილია ხმის იზოლაციის თვისებებით.  მათში გათვალისწინებულია სპეციალური დამახსოვრების ეფექტი, რომელიც ძალიან კომფორტულია გამოყენებისას. სამწუხაროდ, ტყავის შემცვლელის გამოყენება ზაფხულში ნაკლებად კომფორტულია, გროვდება ოფლი და შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.  ხავერდის ბალიშების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ცხელი სეზონისთვის ძალიან კარგია, თუმცა ხმის იზოლაციისთვის შედარებით სუსტია. ჩვეულებრივი შემავსებლის წყალობით, ხავერდის ყურსასმენის მოდელი ძალიან მყარად არ ეკვრის ყურს, მაგრამ ამავდროულად კარგად ატარებეს ჰაერს და  კომფორტულია.  


ზოგადად, გარნიტურის დიზაინი სხვებისგან არ განსხვავდება. ყურსასმენის ნიჟარები ოვალის ფორმისაა და შეკრულია ტყავით დაფარული მეტალის შემაერთებლებით. წარწერა HyperX  ადასტურებს,  რომ მოდელი შექმნილია გეიმერებისთვის. თვითონ შემაერთებელი კარგად რეგულირდება და საუცხოოდ  ერგება ნებისმიერ  ზომაზე. მოდელი  გათვალისწინებულია როგორც ახალბედა, ასევე, გამოცდილი გეიმერებისთვის. ყურსასმენები ძლიერი და მყარია, მას შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ დატვირთვას. გარნიტურის კაბელი დაცულია ქსოვილის გარსით. ის არ ქმნის მიკროფონის ეფექტს და უზრუნველყოფს გამოყენებისას კომფორტს. 

 

Kingston HyperX Cloud -ის მიკროფონი არ არის სტაციონარული. ის ადვილად იხსნება და მყარად მაგრდება მარცხენა მხარეს განთავსებულ აუდიოს ბუდეში.  მიკროფონის ბუდის ჩასამაგრებელი რეზინისგანაა დამზადებული. არ მაგრდება თვითონ გარნიტურაზე და მისი დაკარგვა ძალიან იოლია.

 

სათამაშო გარნიტურის შემქმნელებმა  მომხმარებლის კომფორტისთვის სხვა ასპექტებზეც  იფიქრეს. შიდა კაბელი 1,2 მეტრისაა, რაც არ არის საკმარისი თამაშისათვის იმ კომპიუტერებზე, რომელთაც აუდიოგარნიტურის შესაერთებელი განლაგებული აქვთ წინიდან. ამ შემთხვევაში დამაგრძელებლებლების დახმარებაა შესაძლებელი, რომელიც მოყვება HyperX Cloud კომპლექტს. პირველი, მეტრიანი, ზუსტად ერგება ამ შემთხვევას. აი, სათამაშო კონსოლებისთვის კი შესაძლებელია ერთდროულად ორი კაბელის შეერთება და დატკბეთ ნებისმიერი თამაშით.

 

მეტრიან დამაგრძელებელზე მიერთებული პულტი აღჭურვილია გარნიტურისთვის საჭირო ბუდით, ხმის მარეგულირებელითა და მიკროფონის ჩასართავის მოწყობილობით.  პულტი ტრადიციული კომპლექტაციის გარდა თავს იწონებს მიკროფონის მუშაობის გამორთვის ღილაკით. დაჭერის შემთხვევაში სიგნალი შეწყდება. ეს ძალიან მოსახერხებელია თამაშის დროს საუბრისას. ეჭვგარეშეა, მის სარგებელს გეიმერები დააფასებენ, ვინაიდან ღილაკი თამაშის ჩატიდან დროებით გამოსვლას და შემდეგ კვლავ ჩატში ჩართვის საშუალებას იძლევა. აი, ზუსტად ამაშია მისი განსხვავება გადამრთავისგან, რომელიც შესაძლებელია უბრალოდ არ გამორთო და დაიკარგო რეალობასა თუ კიბერსივრცეში.

 

ხმის მონაცემები

 

მიუხედავად იმისა, რომ HyperX Cloud-ი გეიმერული ყურსასმენია, მისი მუსიკალური მონაცემებიც საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება. მაღალი სიხშირეები გამოირჩევა სუფთა და ზუსტი ხმოვანებით, თუმცა შედარებით სუსტია მაღალი ხმა.  გარნიტურის ბასები ინტენსიური და გამომხატველია, რომელსაც უზრუნველყოფს დრაივერები,  53 მმ დიამეტრით. საშუალო სიხშირეც ასევე არ არის ცუდი, მათ არ აქვთ მოულოდნელი ცვლილებები. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ყურსასმენების ჟღერადობა  საკმაოდ კარგ დონეზეა. იგრძნობა, რომ გარნიტურას შეუძლია კარგად გადმოსცეს როგორც როკმუსიკა, ასევე, პოპი და კლასიკური კომპოზიციებიც კი.

 

აი, თამაშებისთვის კომპანია Kingston-ის გარნიტურა უბრალოდ იდეალურია. ხმა იმდენად რეალურია, რომ შესაძლებელია სრულყოფილად ჩაეფლოთ კიბერსამყაროში. მაღალი და საშუალო სიხშირეები ნებისმიერ თამაშს ამაღელვებელ თავგადასავლად გარდასახავს ისე, რომ შესაძლებელია იგრძნოთ ქარი და მოწინააღმდეგის ნაბიჯები. ამას განაპირობებს საუცხოო ხმის იზოლაცია, რომელიც უფრო მეტად აძლიერებს თამაში მონაწილეობის ეფექტს. ამავდროულად, გარშემომყოფი ადამიანებს არ შეაწუხებთ უცხო ხმები.  

 

Kingston-ის გარნიტურის მიკროფონი გამოირჩევა მგრძნობელობით, მასში დაბალი ტემბრი კარგად გადმოიცემა, რაც იცავს  შიშინის ეფექტისგან. გააჩნია ქარისაგან დაცვა, ხმაურის გადაფარვის პასიური სისტემა. ამის წყალობით, შესაძლებელია მიკროფონის ტუჩებთან ახლოს მშვიდად  მიტანა ისე, რომ არ ინერვიულოთ, რომ სუნთქვა ჩაახშობს ხმას.

 

დასკვნა


როგორი შეჯამება შეიძლება გაკეთდეს იმისგან, რაც ზევით ითქვა? უდავოა, რომ გარნიტურა HyperX Cloud Kingston-ს წარმატებული გამოუვიდა. მას აქვს საკმაოდ ხელმისაწვდომი ღირებულება,  შეუძლია თავდაჯერებულად გაუწიოს კონკურენცია სხვა ბრენდების მსგავს მოწყობილობებს. მისი უპირატესობებია კომპაქტურობა,  კომფორტი გამოყენებისას, გამორჩეული ხმის იზოლაციის მახასიათებლები, შესანიშნავი კომპლექტაცია, ორი სახეობის ბალიში და მიკროფონის გათიშვის ღილაკი საშუალებას აძლევს HyperX Cloud Headset-ს იბრძოლოს ლიდერობის პოზიციისთვის .

მასალების გადაბეჭდვის წესი