ახალი ამბები

ნასვამი პირების დაუმორჩილებლობის გამო მამკოდაში ოპერაცია დილამდე გაგრძელდა

5 მაისი, 2019 • 1155
ნასვამი პირების დაუმორჩილებლობის გამო მამკოდაში ოპერაცია დილამდე გაგრძელდა

სოფელ მამკოდაში ადიდებული მდინარის მეორე ნაპირიდან მაშველებმა ყველა ადამიანი უვნებლად გადმოიყვანეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მეორე ნაპირზე 70–მდე ადამიანი იყო ჩარჩენილი. მათ გადმოსაყვანად სამაშველო ოპერაცია 4 მაისის საღამოს დაიწყო. დაახლოებით 60 მათგანი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებმა მალე გადმოიყვანეს, თუმცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 15-მდე პირი მათ არ ემორჩილებოდა. ისინი სოფლის ტყის ერთ–ერთ მონაკვეთზე საქეიფოდ იმყოფებოდნენ. აღნიშნული პირების დაუმორჩილებლობის გამო ოპერაცია დილამდე გაგრძელდა.

უწყების თანახმად, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

სამაშველო ოპერაცია მამკოდაში: 70-მდე ადამიანი მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩა

მასალების გადაბეჭდვის წესი