მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდასთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციაების სამსახურის თანახმად, სოფელში მდინარე ადიდდა, რის შემდეგაც 70 ადამიანი მეორე ნაპირზე ჩარჩა.
როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, მდინარის მეორე ნაპირიდან ადამიანების უსაფრთხოდ გადმოყვანას 25 მაშველი ცდილობს. ბევრი მათგანი სპეციალური საშუალებებით უკვე გადმოიყვანეს.
მეორე ნაპირზე დარჩენილთაგან რამდენიმე ადამიანი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს არ ემორჩილება და გადმოსვლაზე უარს აცხადებს. ისინი მამკოდის ტყის ერთ-ერთ მონაკვეთზე საქეიფოდ იმყოფებიან.