ნეტგაზეთი | მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა – Netgazeti
RU | GE  

მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა

თბილისში, სარაჯიშვილის მეტროს სადგურის ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა. ინფორმაციას ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უდასტურებენ.

ახალგაზრდა კაცი მეტროს ლიანდაგებში დღეს დილით ჩავარდა. მისი ამოყვანა მაშველებს თავდაპირველად გაუჭირდათ, ვინაიდან, როგორც ისინი აცხადებდნენ, ახალგაზრდა მატარებლის ქვეშ იყო მოყოლილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, მუხლით დაიწყო.

შემთხვევის გამო დროებით შეიზღუდა მატარებლების მოძრაობაც სადგურ “დიდუბიდან” “ახმეტელის” მიმართულებით.

მეტროში მატარებლის რელსებში კაცი ჩავარდა, მოძრაობა შეზღუდულია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან