მეტროში, მატარებლის რელსებში კაცი ჩავარდა, მოძრაობა შეზღუდულია

თბილისში, მეტრო სარაჯიშვილზე, ახალგაზრდა კაცი რელსებში ჩავარდა. ამ დროისთვის უცნობია, ცოცხალია თუ არა და რა დაზიანებები მიიღო მან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციისა და მაშველების ბრიგადები. თუმცა კაცის ამოყვანა რთულია, ვინაიდან  მატარებლის ქვეშაა მოხვედრილი.

11 საათის მონაცემებით, მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ვარკეთილიდან დიდუბემდე და პირიქით მოძრაობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან