ეს მუხლი სხვისი ქონების მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
2013 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების დროს 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გუშინ, 28 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხების კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ ეს საქმე საიდუმლო საქმის წარმოების წესით განიხილება, რადგან პროკურატურის მხრიდან საგამოძიებო მასალებს საიდუმლო გრიფი ადევს.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად მუშაობს.
