ახალი ამბები

პროფკავშირების გაერთიანება მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს [ვიდეო]

1 მაისი, 2019 • 812
პროფკავშირების გაერთიანება მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს [ვიდეო]

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო დღეს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავს.

პროფკავშირები მთავრობას “სოციალური კონტრაქტის” გაფორმებას სთავაზობენ და აცხადებენ, რომ სოციალური თანასწორობისა და სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ მათ მიერ შეთავაზებული ღონისძიებები უნდა განახორციელოს, მათ შორის:

    • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების, პროფკავშირებისა და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, ჩამოყალიბდეს ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელიც შეამოწმებს როგორც შრომის უსაფრთხოებას, ისე შრომის უფლებების დაცვის მდგომარეობას ნებისმიერ სამუშაო ადგილას;
    • დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა;
    • განისაზღვროს ადეკვატური მინიმალური ხელფასი;
    • აღიარებულ იქნას 5-სულიანი ოჯახისთვის 361-ლარიანი საარსებო მინიმუმის აბსურდულობა და დაწესდეს რეალური საარსებო მინიმუმი;
    • უზრუნველოფილ იქნას დეკრეტული შვებულებების ღირსეული ანაზღაურება და ქალისა და მამაკაცის თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება;
    • ხელი შეეწყოს ახალგაზრდების დასაქმებას შესაბამისი ინიციატივების გატარებით და მათი დასაქმების დამაბრკოლებელი გარემოებების (საპენსიო რეფორმაში სავალდებულო ჩართვა 40 წლამდე ასაკის პირთათვის, რაც ხარჯებს უზრდის დამსაქმებელს, განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა და ა.შ.) აღმოფხვრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.