დღეს, პირველ მაისს, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს, თუმცა შემთხვევის შედეგად ფიზიკურად არავინ დაშავებულა.
შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მანევრირების წესები ავტობუსის მძღოლმა დაარღვა და ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
ავარიის ფოტოები ნინა ხელაძემ გაავრცელა.