ახალი ამბები

ღარიბაშვილის ანგარიშს პოლიციელები, მეწარმეები და სხვა პროფესიის ადამიანები ესწრებიან

27 ოქტომბერი, 2014 • • 941
ღარიბაშვილის ანგარიშს პოლიციელები, მეწარმეები და სხვა პროფესიის ადამიანები ესწრებიან

ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო “რედისონში” მმართველი პარტიის ორწლან მუშაობას აჯამებს. პრემიერის თქმით, მან ანგარიში დაამთხვია იმ დღეს, როდესაც “ქართული ოცნება” უფლებამოსიელბის შესრლებას შეუდგა 2 წლის წინ.

“დღეს შესურლდა ორი წელი, რაც ჩვენი მთავრობა შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. ამიტომ გადავწვიტე, რომ ერთგვარი ანგარში ჩავაბაროთ ხალხს, თუ რა გავაკეთეთ ამ ორი წლის განმავლობაში. მე მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზში ვხედავ ჩვენთვის ყველასთვის პატივსაცემ ადამიანებს. მე ვხედავ ექიმებს, მასწავლებლებს, ექიმებს, მეწარმეებს, ჟურნალისტებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, დოქტორანტებს და ჩვენს ძმებს, აფხაზებს და ოსებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ დღეს მობძანდით და ანგარიშს ესწრებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი