კომერციული საიდუმლოს შეგროვება-გადაცემის ბრალდებით მებაჟე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება-გადაცემის ბრალდებით საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე-ოფიცერი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელსაც სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაზე, მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას უკანონოდ აგროვებდა, შემდეგ კი დაინტერესებულ პირს გადასცემდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 7-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.