ჯაბარი 2007 წელს დააკავეს მორთეზა აბდოლაი სარბანდის დანით მოკვლის გამო. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ ქალმა მკვლელობა თავდაცვის მიზნით განახორციელა და ირანის ხელისუფლებას განაჩენის შეცვლას თხოვდნენ.
ირანის ხელისუფლებამ არც საერთაშორისო ორგანიზაციების, არც აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებების რეკომენდაციები გაითვალისწინა და რეიჰანე ჯაბარი შაბათს გამთენიისას ჩამოახრჩო.
სიკვდილით დასჯა კვლავ რჩება პრობლემად არა მხოლოდ ირანში. ამნესტი ინტერნეიშენალის ცნობით, 2013 წელს მსოფლიოში 1774 ზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის 34 – აშშ-ში, 8 – იაპონიაში.
ამნესტი ინტერნეიშენალზე დაყრდნობით მონაცემები სიკვდილით დასჯის შესახებ ბიბისიმ დღეს გაავრცელა:
მსოფლიოში სიკვდილის დასჯის მონაცემები 2013 წელს:
-
ჩინეთი: 1,000+
-
ირანი: 369+
-
ერაყი: 169+
-
საუდის არაბეთი: 79+
-
აშშ: 39
-
სომალია: 34+
-
სუდანი: 21+
-
იემენი: 13+
-
იაპონია: 8
-
სხვა ქვეყნები: 42+ (12 ქვეყანაში)
-