ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

25 ოქტომბერი, 2014 • 1208
საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზეთის პრეზიდენტს  შეხვდა

ამ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ამავე წყაროს ინფორმაციით, ლიდერებმა იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს და საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს და ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს.

პრესსამსახურის ცნობით, საუბარი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასაც შეეხო. საქართველოსპრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელი და მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ.ხელშეკრულების „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ გაფორმება. გიორგი მარგველაშვილმა და ალმაზბეკ ატამბაევმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოში მოიწვია და ყირგიზეთის პრეზიდენტისგან თანხმობაც მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა. 25 ოქტომბერი, ბიშკეკი, პრეზიდენტის პრესსამსახურის ფოტო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა. 25 ოქტომბერი, ბიშკეკი, პრეზიდენტის პრესსამსახურის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი