ახალი ამბები

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა[ფოტო]

27 აპრილი, 2019 • 2455
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა[ფოტო]

დღეს, 27 აპრილს, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა.

პროცესის კულმინაციას იქ შეკრებილი ათასობით ადამიანი ელოდა სანთლებითა და ჩირაღდნებით ხელში, რომელთა მეშვეობითაც მაცხოვრის საფლავიდან იერუსალიმის პატრიარქის მიერ გამოტანილი ცეცხლი რამდენიმე წუთში მთელ ტაძარში გავრცელდა.

მართლმადიდებელი მორწმუნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცეცხლი ადამიანის ჩარევის გარეშე ინთება, რაც ღვთიური ნიშანია. შესაბამისია რიტუალის სახელწოდებაც – “ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა”.

ცეცხლი იერუსალიმიდან მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის, საქართველოში, გაიგზავნება.

წმინდა ცეცხლის რიტუალი იერუსალიმში. ფოტო: EPA/ATEF SAFADI წმინდა ცეცხლის რიტუალი იერუსალიმში. ფოტო: EPA/ATEF SAFADI წმინდა ცეცხლის რიტუალი იერუსალიმში. ფოტო: EPA/ATEF SAFADI წმინდა ცეცხლის რიტუალი იერუსალიმში. ფოტო: EPA/ATEF SAFADI წმინდა ცეცხლის რიტუალი იერუსალიმში. ფოტო: EPA/ATEF SAFADI წმინდა ცეცხლის რიტუალი იერუსალიმში. ფოტო: EPA/ATEF SAFADI წმინდა ცეცხლის რიტუალი იერუსალიმში. ფოტო: EPA/ATEF SAFADI

მასალების გადაბეჭდვის წესი