ახალი ამბები

ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს პატიმრობა შეეფარდა

27 აპრილი, 2019 • 1491
ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს პატიმრობა შეეფარდა

ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება დღეს, 27 აპრილს მიიღო.

ქალს, რომელმაც საქართველოში 10 ბავშვი ჩამოიყვანა და ბრალად ტრეფიკინგი ედება, აღნიშნული მუხლით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცველებმა ქალი გუშინ, 26 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში დააკავეს. რაც შეეხება ბავშვებს, 10-დან 8 სოცსააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა, ხოლო 2 ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკაში რჩება.

შსს–ს განცხადებით, ქალი ბავშვებთან ერთად საქართველოში თბილისი–მოსკოვის რეისით, 8 აპრილს ჩამოვიდა და მათ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას უპირებდა.  არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

თავად ქალი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

შსს–მ ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩამოსვლამდე ქალს მე–11 ბავშვი ახლდა და მას “ინტერპოლი” ეძებს. აღნიშნულის შემდეგ, დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბავშვი “უბედური შემთხვევისას” აბაზანაში დაიხრჩო.

მასალების გადაბეჭდვის წესი