ახალი ამბები

“ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო” – ლევან ჯიბღაშვილი

24 აპრილი, 2019 • 1296
“ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო” – ლევან ჯიბღაშვილი

“გამომდინარე ჩემი ძალიან დიდი კონტაქტებისა და კომუნიკაციებისგან,  შეიძლება ითქვას, ნახევარ საქართველოს ვიცნობ და ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან”, – ეს განცხადება ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გააკეთა.

ლევან ჯიბღაშვილს ფეისბუკზე საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან რესტორანში გადაღებული ფოტოები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებისას ჯიბღაშვილი “კახასთან დარეკვას ითხოვდა”.

“პირადი ურთიერთოებით, განსაკუთრებით კონკრეტულ შემთხვევაში, არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია. ფაქტიც სახეზეა, საიდანაც გამოვდივარ, რომ მე არაფრით მისარგებლია”, – ამბობს ჯიბღაშვილი და დასძენს, რომ კახაში თავის ადვოკატ კახა ასლანიშვილს გულისხმობდა.

“ვითხოვდი ერთ-ერთი ადვოკატის, კახა ასლანიშვილის ან ამირან გიგუაშვილის დასწრებას”, – აცხადებს ჯიბღაშვილი, რომელიც გუშინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

0.5659 გრამი კოკაინი და 0.1921 გრამი ექსტაზი (MDMA) – ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოღებული ნარკოტიკი

მასალების გადაბეჭდვის წესი