ახალი ამბები

საბაგიროების მშენებლობა სამი მიმართულებით განიხილება

24 აპრილი, 2019 •
საბაგიროების მშენებლობა სამი მიმართულებით განიხილება

თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, მოკვლევის შედეგად გამოიყო სამი მიმართლება, სადაც საბაგიროების პროექტის განხორიელება შეიძლება.

დედაქალაქის მერის თქმით, ეს მიმართულებებია: სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა.

კალაძის თქმით, უახლოეს პერიოდში იგეგმება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რომელზეც 750 000 ლარი დაიხარჯება და 5 თვე დასჭირდება.

“5 თვის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, საბაგიროების პროექტი, განხორციელების შემთხვევაში,  იქნება ისეთივე შესძლებლობა, როგორც მეტრო და ავტობუსი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი