ახალი ამბებირეკლამა

GIPA-ს ინიციატივით, დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი კონფერენცია გაიმართა

23 აპრილი, 2019 • 1847
GIPA-ს ინიციატივით, დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი კონფერენცია გაიმართა

2019 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკვაშირებით, GIPA-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი ინიციატივით, გარემოსდაცვით კონფერენცია – „გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მართვის გამოწვევები საქართველოში“ გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ GIPA-ს აკადემიური პერსონალი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების მასპინძელი GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის პროგრამა, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური იყო.

კონფერენციის პარალელურად გამოფენილი იყო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების პოსტერული პრეზენტაციები მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს:

  1. მაკა იოსელიანირექტორი, GIPA
  2. ლევან დავითაშვილიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
  3. მაია ბითაძე  – თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე
  4. კახა კუჭავასაქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი          რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
  5. ალექსანდრე დარასიატაშე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
  6. ნინო ანთაძეგაეროს განვითარების პროგრამის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

სხვადასხვა თემატურ პანელებში მონაწილეობას იღებდნენ:

  1. კახა კუჭავაგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტი
  2. ნინო თანდილაშვილიმინისტრის მოადგილე, გარემოს დაცვისა და სოფლის              მეურნეობის სამინისტრო
  3. მაია ბითაძე –  მერის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია  
  4. მაია ზავრაშვილი  – გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და  პოლიტიკის პროგრამის  ხელმძღვანელი, GIPA
  5. კახა ბახტაძე – GIPA / გარემო და განვითარება (ED)
  6. თამარ ალადაშვილიგარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  7. მარიამ ჩიქობავასკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო  
  8. გიორგი ლებანიძეინტეგრაციული ბიომრავალფეროვნების მართვა IBiS, GIZ  
  9. ნანი მაჭარაშვილი  – გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და  პოლიტიკის პროგრამის  ხელმძღვანელი, GIPA
  10. ნოე მეგრელიშვილიატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი,     გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  11. გიგა გიგაშვილი –  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ქალაქ       თბილისის მერია  
  12. სოფიო ჭიჭაღუა – GIPA
  13. კარლო ამირგულაშვილიბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის                  უფროსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  14. ნუგზარ ზაზანაშვილიკონსერვაციის დირექტორი, კავკასიის ოფისი – WWF
  15. პაატა შანშიაშვილიდაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისია (IUCN-WCPA)
  16. კახა არცივაძე  – პროფესორი, GIPA / NACRES,
  17. ნინო თხილავაგარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  18. სოფიკო ახობაძედირექტორი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)
  19. ხათუნა გიგაური – პროფესორი, GIPA

მასალების გადაბეჭდვის წესი