ახალი ამბები | სამართალი | , , , , ,

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

23 აპრილი, 2019 | | 1099
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი 22 აპრილს გაიმართა.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით საკუთარ სახლში, მარნეულში, 5 მარტს დააკავეს.

ძიუდოისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე და 126 პრიმა მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახში დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას.

გამოცემა “რეკორდერის” ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთგზის დაარღვია. ძიუდოისტის დაკავება სწორედ კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც მისმა ცოლმა პოლიციას წარუდგინა.

თორნიკე ნაგლიაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრია, რომელიც სხვადასხვა ჯილდოს, მათ შორის, ევროპის თასის მფლობელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი