ახალი ამბები

პარტიების შემოსავალი და ხარჯები 20 მარტიდან 9 აპრილის პერიოდში

22 აპრილი, 2019 • 1692
პარტიების შემოსავალი და ხარჯები 20 მარტიდან  9 აპრილის პერიოდში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიების დეკლარაციები გამოაქვეყნა, რომელიც 20 მარტიდან 9 აპრილის პერიოდს მოიცავს.

დეკლარაციის მიხედვით, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” შემოსავალმა ამ საანგარიშო პერიოდში 400 791.91 ლარი შეადგინა. აქედან მიზნობრივი დაფინანსება 42 085 ლარი იყო, შემოწირულობის სახით კი საარჩევნო სუბიექტმა 3 281 ლარი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ხარჯებმა 107 940 ლარი შეადგინა. საარჩევნო სუბიექტმა რეკლამისთვის 1022 ლარი დახარჯა, 51 668 ლარი კი შრომის ანაზღაურებას მოხმარდა.

დეკლარაციის მიხედვით, ამავე საანგარიშო პერიოდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემოსავალმა 64 714.51 ლარი შეადგინა, საიდანაც 42 085 ლარი მიზნობრივი დაფინანსება იყო, 21  563 ლარი კი პარტიამ შემოწირულობის სახით მიიღო.

რაც შეეხება ხარჯებს, ენმ-მ ამ საანგარიშო პერიოდში 84 829 ლარი დახარჯა, აქედან 3 755 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდა.

დეკლარაციის მიხედვით, შემოსავლის სახით 1 133 208.29 ლარი მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, საიდანაც 84 169 ლარი საბიუჯეტო შემოსავალი იყო, 1 049 000 კი- შემოწირულობა.

პარტიამ დეკლარაციის მიხედვით, 1 156 119 ლარი დახარჯა, აქედან 341 270- რეკლამაში, 34 694 კი შრომის ანაზღაურებას მოხმარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი