ახალი ამბები

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ხდება – ეგზიტპოლის შუალედური შედეგები

21 აპრილი, 2019 • 1981
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ხდება – ეგზიტპოლის შუალედური შედეგები

ეგიზტპოლის შედეგების თანახმად უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ხდება. 18 საათის მდგომარეობით, 2 უკრაინული (უცხოური დონორებით დაფინანსებული “ნაციონალური ეგზიტპოლი”; ტელეკომპანია 1+1-ის ეგზიტპოლი) ეგზიტპოლის მიხედვით ზელენსკიმ 72-73 პროცენტი მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 25-27 პროცენტი.

ეს ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები არ არის და ის ადგილობრივი დროით 22 საათზე გამოქვეყნდება.

როგორც ცნობილია, უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია პოროშენკოსა და ზელენსკის შორის.

ფოტო © UNIAN

მასალების გადაბეჭდვის წესი