ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ტყვარჩელის დეპუტატის ვადამდელი არჩევნები დანიშნეს

20 ოქტომბერი, 2014 • • 1170
აფხაზეთში ტყვარჩელის დეპუტატის ვადამდელი არჩევნები დანიშნეს

ტყვარჩელის ოლქის დეპუტატის ვადამდელი არჩევნების დანიშნვის აუცილებლობა მას შემდედ დადგა, რაც ტყვარჩელის დეპუტატს რაულ ხაჯიმბას, რომელიც 24 აგვისტოს აფხაზეთის პრეზიდენტად იყო არჩეული, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. 

 

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად მიმდინარე წლი აგვისტოში აირჩიეს. მანამდე სოხუმში აქციები დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

 

აფხაზეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად 1993 წელს გამოაცხადა. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად ითვლება. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი