ახალი ამბები

მანანა ნაჭყებია: ქალთა საკითხებზე ზრუნვა პირველმა ლედიმ უნდა იტვირთოს

20 ოქტომბერი, 2014 • • 1368
მანანა ნაჭყებია: ქალთა საკითხებზე ზრუნვა პირველმა ლედიმ უნდა იტვირთოს

“ამდენ ძიებაში, ვინ არის პირველი ლედი, ჩვენ საერთოდ დავკარგეთ პირველი ლედი. თქვენ რომ ნახოთ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა, ქალთა თემებს სათავეში უდგანან პირველი ლედიები. არ ვიცი, ვინ არის საქართველოში პირველი ლედი, ალბათ სასურველია, რომ თვითონ მორიგდნენ, მაგრამ ამ ადამიანმა თავის თავზე უნდა იტვირთოს [ქალების მდგომარეობაზე ზრუნვა]”, – ამბობს მანანა ნაჭყებია. 

 

მანანა ნაჭყებიამ “პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ “პირველ ლედის” დროულად რომ გაეცნობიერებინა თავისი მოვალეობა და ხელისუფლების სათავეში მყოფ პირებს რომ თავიანთი ცოლები მხოლოდ ეკლესიასა და გასვენებაში რომ არ წარმოეჩინათ, ქალების მიმართ დამოკიდებულება უფრო პატივსაცემი იქნებოდა.

 

“ტელევიზიით ჩვენ ვხედავთ მაღალი თანამდებობის პირებს, ცალკეული გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ან გასვენებებში, ან ეკლესიაში, სხვა ფუნქცია ქალს არ აქვს და საზოგადოებამაც ჩათვალა, რომ ეს ასე უნდა იყოს. ქართველი ქალი უნდა იყოს კდემამოსილი, მარტო უნდა იყოს ეკლესიაში, მარტო უნდა იყოს სამზარეულოში და გასვენებებზე და ასე შემოიფარგლება მისი ფუნქცია”, – ამბობს ნაჭყებია.

 

პოლიტიკოსის აზრით, სასურველია პირველმა ლედიმ აიღოს თავის თავზე ქალთა დამცველის ფუნქცია, რასაც სჭირდება სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება, თანხების მობილიზება და ქალებთან სისტემატური მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი