ახალი ამბები

წალკიდან ორი ოჯახი გამოასახლეს

20 ოქტომბერი, 2014 • 916
წალკიდან ორი ოჯახი გამოასახლეს

“ღორჯომელაძის ოთხსულიანი და მახარაძის ექვსულიანი ოჯახები გუშინ გამოასახლეს, რომლებიც იმავე ღამესვე წამოვიდნენ  თავიანთი საქონლით და საოჯახო ტვირთით. ახლა მიდიან კვირიკეში, რომ დროებითი თავშესაფარი იპოვონ ახლობლებთან,“- უთხრა “ბათუმელებს” უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.

 

ეკომიგრანტები ადგილობრივი ბერძნების კუთვნილ სახლებში ცხოვრობდნენ, რომელიც ხელისუფლებას უნდა გამოესყიდა:

 

„ჩვენ ვაპირებთ მოვთხოვოთ ხელისუფლებას პასუხი, რომ ამ ოჯახებს ეპატრონოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ეს პროცესი იქნება მასობრივი და უფრო პრობლემატური გახდება. წალკაში დაახლოებით 150 ოჯახია მსგავს მდგომარეობაში. მე პირადად ვნახე, რომ წალკაში არის შესაძლებლობა, რომ გლეხებს მიწები გამოუყონ და დაურიგონ,“ – აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი