ახალი ამბები

სატელევიზიო სივრცის დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილებას შევისწავლით – ჯაღმაიძე

19 აპრილი, 2019 • 1786
სატელევიზიო სივრცის დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილებას შევისწავლით – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენის გამოვლენას შეისწავლის.

“საპატრიარქოში კომისია, როგორც ასეთი, არ შექმნილა. ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავდით და ეს ჯგუფი შექმნილია. სამუშაო ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის. აქ შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ საკითხებით და პრობლემებით არიან დაკავებულნი. ვაპირებთ, რომ საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ, როგორ ხდება იქ სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან არ მოდიოდეს ასეთი ოდენობით აგრესია, ასეთი ოდენობით ძალადობა, უხამსობა”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი