პრემიერ მამუკა ბახტაძის ცნობით, ავლაბრის სასახლეს, რომელიც ცოტა ხნის წინ ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა, სამუზეუმო ფუნქციაც ექნება. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ავლაბრის რეზიდენციას რამდენიმე ფუნქცია ექნება, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის. მაგრამ, რაც მნიშვნელოვანია, მას ექნება სამუზეუმო ფუნქციაც. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე, ეს შენობა მოქალაქეების ფულით აშენდა და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.
მთავრობის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სამეუზეუმო ფუნქციით შენობის ადმინისტრაციული კორპუსის ნაწილი დაიტვირთება. მეტი კონკრეტიკა საკითხზე უცნობია.