ახალი ამბები

ხარაგაულის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნების აკრედიტაციებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

17 ოქტომბერი, 2014 • • 1309
ხარაგაულის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნების აკრედიტაციებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

10 სექტემბერს, ცესკოს სხდომაზე მიღებული დადგენილების საფუძველზე, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში დაკვირვების უფლების მოპოვების მიზნით, საარჩევნო კომისიებში შეუძლიათ წარმოადგინონ მხოლოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება და დამკვირვებელთა სიები პირადობის მოწმობების ასლებთან ერთად.

 

აღნიშნული დოკუმენტაცია ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 25 ოქტომბრის 18:00 საათისა, ხოლო საერთაშორსიო ორგანიზაციებმა – არაუგვიანეს 28 ოქტომბრის 18:00 საათისა.

 

რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი რეგისტრაცია 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე, ისინი აკრედიტაციას კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად გაივლიან, აცხადებს ცესკო.

განმეორებითი არჩევნები დუშეთის ოლქის 52-ე უბანზე. 2014 წლის 29 ივნისი
განმეორებითი არჩევნები დუშეთის ოლქის 52-ე უბანზე. 2014 წლის 29 ივნისი

ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადმინისტრაციას განცხადებით უნდა მიმართონ  არჩევნებამდე არაუგვიანეს მეათე დღისა (20 ოქტომბერი – 18:00 საათი). საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს ანალოგიური პროცედურებისთვის ვადა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ( 23 ოქტომბერი – 18:00 საათი) აქვთ.

 

ცესკოს ცნობით, მედიის წარმომადგენლებმა განცხადება აკრედიტაციის შესახებ შესაბამის საარჩევნო კომისიას 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაცია /აკრედიტაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

 

მედია

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები

მასალების გადაბეჭდვის წესი