შეფერხება თბილისის მეტროპოლიტენში მატარებლის ძრავის გადახურების გამო

18 აპრილს, საღამოს, თბილისის მეტროპოლიტენში, პირველ ხაზზე,  ნახევარი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო მოძრაობა.

მეტროსადგურ “300 არაგველზე” მატარებლიდან მგზავრები გადმოსხეს, რის შემდეგაც შეიზღუდა მატარებლების გადაადგილება ვარკეთილის მიმართულებით. მოძრაობა 22.30 საათზე აღდგა.

მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფერხება მატარებლის ძრავის გადახურებამ გამოიწვია, რის შემდეგაც ეს შემადგნელობა გასაჩერებელ ჩიხში გადაიყვანეს და პირველ ხაზზე შეფერხება სწორედ ამან გამოიწვია.

პრესსამსახურის ცნობით, ჯერჯერობით დგინდება, რამ გამოიწვია მატარებლის ძრავის გადახურება.

მგზავრები მატარებლიდან მეტროსადგურ “300 არაგველზე” ჩამოსვეს. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი