ახალი ამბები

სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორს ყოფილი ქმარი აუდიტორიებში ეძებდა

17 ოქტომბერი, 2014 • 916
სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორს ყოფილი ქმარი აუდიტორიებში ეძებდა

“ჩვენს ლექციაზე შემოიხედა და მოიკითხა, თუმცა ჩვენ სხვა ლექტორის ლექცია გვქონდა. სხვა სტუდენტებმაც მითხრეს, რომ სხვა აუდიტორიაშიც ეძებდა”, – უთხრა სტუდენტმა “ნეტგაზეთს”.

 

ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ ლექტორს 17 ოქტომბერს ყოფილმა ქმარმა ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა.

 

სტუდენტები ასევე ყვებიან, რომ ლექტორი, რომელსაც ესროლეს, აუდიტორიიდან გასვლამდე ჩანთაში პულველიზატორს ეძებდა, თუმცა ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

 

ურთიერთგამომრციხავ ინფორმაციას ავრცელებენ ოფიციალური უწყებები ლექტორის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ: ჯანდაცვის და რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურები აცხადებსენ, რომ ქალბატონს ოპერაცია უკეთდება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და 112 -მა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ორივე გარდაცვლილია – ლექტორი, რომელსაც ექსროლეს, და მისი ყოფილი ქმარიც.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ლექტორი დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა პოლიციას თავის ყოფილ ქმარზე შემაკავებელი ორდერის გამოწერას. ნეტგაზეთმა შსს-ს ჰკითხა, იყო თუ არა გაცემული შემაკავებელი ორდერი ამ კონკრეტულ პირზე, თუმცა ამ კითხვას შსს-ში ჯერეჯრობით არ პასუხობენ.

 

ილიაუნის შენობაში მკვლელობა მოხდა,  სასწრაფო დახმარების მანქანა უნივერსიტეტის ეზოში, 17/10/2014, სტუდენტის ფოტო
ილიაუნის შენობაში მკვლელობა მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანა უნივერსიტეტის ეზოში, 17/10/2014, სტუდენტის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი