ახალი ამბები

პუტინმა დონბასის, აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების “კურატორი” შეცვალა

18 აპრილი, 2019 • 1004
პუტინმა დონბასის, აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების “კურატორი” შეცვალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დონბასის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საკითხების “კურატორი” შეცვალა. კრემლის “საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს” უფროსის ადგილს ოლეგ გოვორუნის ნაცვლად ალექსეი ფილატოვი დაიკავებს.

“ეხო კავკაზას” ცნობით, ფილატოვს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საკითხებთან შეხება აქამდეც ჰქონდა, გასულ წელს კი, აღნიშნული სამმართველოს უფროსის მოადგილის რანგში, აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთანაც დაიწყო ურთიერთობა.

სამმართველომ, რომელიც მანამდე დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტად” იწოდებოდა, 2018 წელს  ზემოაღნიშნული სახელწოდების ქვეშ განაგრძო არსებობა. სამმართველოს უკვე ყოფილი უფროსი გოვორუნი ამ თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა.

“ეხო კავკაზას” თანახმად, გასულ წელს პუტინმა უწყების შტატები შეამცირა, თუმცა, არსებული ცნობებით, სამმართველომ გააგრძელა აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტების კურირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი