ახალი ამბები

ვიცემერის თქმით, სოფრომაძისთვის შეთავაზებულ ტერიტორიაზე ქონებას მისი სიმამრი ფლობს

17 აპრილი, 2019 • 1481
ვიცემერის თქმით, სოფრომაძისთვის შეთავაზებულ ტერიტორიაზე ქონებას მისი სიმამრი ფლობს

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე სუპერმარკეტების ქსელის „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის განცხადებას ეხმაურება. ირაკლი ხმალაძის თქმით, ვასილ სოფრომაძეს მისმა თანამშრომლებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც მან მცდარი დასკვნა გამოიტანა.

„ვფიქრობ, სოფრომაძეს უნდა რცხვენოდეს ასეთი განცხადების და ასეთი საქციელის გამო. გუშინ ამ თემაზე კომენტარი ვერ გავაკეთე, რადგან დრო დამჭირდა, გამერკვია ბრალდების შინაარსი. არქიტეტურის სამსახური გასცემს რეკომენდაციებს და მითითებებს, მითითება  სავალდებულია, რეკომენდაცია – არა. მისმა თანამშრომლებმა ბატონ ვასილს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და არასწორი ვიდეომიმართვა გაკეთდა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, „ფრესკოს“ შეუძლია სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს. ეს რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს. აიღებს მშენებლობის ნებართვას და მერე მგონია, რომ სინანულის გრძნობა გაუჩნდება, თუმცა არა მგონია, ადამიანობა ეყოს და ეს საჯაროდ გამოხატოს“, – განაცხადა ხმალაძემ.

ასევე, ვიცემერი ამ საკითხთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას და „ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებებსაც გამოეხმაურა. ხმალაძის თქმით, თუ აღნიშნულ პირებს დედაქალაქში მიმდინარე პროცესები აღელვებთ, მზადაა, მათ საამისოდ დრო გამოუყოს და შეხვდეს.

„მინდა გამოვეხმაურო ამ თემაზე აყოლილ პოლიტიკოსებს: გიგი უგულავასა და ნიკა მელიას. ბატონო გიგი, თქვენ მერი ბრძანდებოდით და ბატონო ნიკა, თქვენ მერობას აპირებდით. ვფიქრობ, ელემენტარულად, უნდა იცოდეთ ქალაქდაგეგმარების პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო მათი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად, თუ ნერვიულობენ, ქალაქში რა ხდება და მერია რითი არის დაკავებული, მე შემიძლია მათ გამოვუყო დრო, შევხვდე და მოვუყვე, დედაქალაქში რა სიკეთეები ხორციელდება. რა სიკეთეები ელოდება ქალაქს მომავალ თვეებსა და წლებში. ასევე, მოვუთხრო ბატონ გიგის, როგორ ვუმკლავდებით მის მიერ დატოვებულ პრობლემებს და ზოგ შემთხვევაში, როგორ ვერ ვუმკლავდებით. მე ამისთვის მზად ვარ“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, რომელიც ვასილ სოფრომაძეს “რეკომენდაციის სახით შესთავაზეს”, ერთ-ერთი ბარაკი ვიცემერის სიმამრს ეკუთვნის.

მერიაში განმარტავენ, რომ ამ ტერიტორიაზე სხვა ბარაკებიც არის და აქედან მხოლოდ ერთი სახლია ირაკლი ხმალაძის სიმამრის საკუთრება.
“იქ არის მცირე ზომის ნაკვეთი და დგას ე.წ ბარაკი, რომელიც მხოლოდ ჩემს სიმამრს არ ეკუთვნის. მას რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს. ის იქ ცხოვრობს, ერთი თუ ორი ოთახი აქვს. ძალიან იშვიათად მივდივარ ხოლმე… საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და არსად წასვლას არ აპირებს”, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
თბილისის ვიცემერის თქმითვე, “ფრესკოს” დამფუძნებელს მისმა თანამშრომლებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც მცდარი დასკვნა გამოიტანა.
„ვფიქრობ, სოფრომაძეს უნდა რცხვენოდეს ასეთი განცხადების და ასეთი საქციელის გამო. გუშინ ამ თემაზე კომენტარი ვერ გავაკეთე, რადგან დრო დამჭირდა, გამერკვია ბრალდების შინაარსი. არქიტეტურის სამსახური გასცემს რეკომენდაციებს და მითითებებს, მითითება  სავალდებულია, რეკომენდაცია – არა. მისმა თანამშრომლებმა ბატონ ვასილს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და არასწორი ვიდეომიმართვა გაკეთდა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, „ფრესკოს“ შეუძლია სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს. ეს რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს. აიღებს მშენებლობის ნებართვას და მერე მგონია, რომ სინანულის გრძნობა გაუჩნდება, თუმცა არა მგონია, ადამიანობა ეყოს და ეს საჯაროდ გამოხატოს“, – განაცხადა ხმალაძემ.
ფრესკოს დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე თბილისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც სოფრომაძე ამბობს, თბილისში, წერეთლის გამზირზე “ფრესკოს” ახალი მაღაზიის გახსნა სურდა, მერიიდან კი ოფიციალური წერილით ურჩიეს, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავის მიწა ეყიდა.
“ჩვენი კომპანია აპირებს, წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტი ააშენოს. ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი, რომელშიც რეკომენდაციის სახით მირჩევენ, ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას ეძახით?!”
ბიზნესმენს მერიიდან მიღებული წერილი  არ გაუსაჯაროებია.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, მსგავსი რეკომენდაციებით კომპანიებს ხშირად მიმართავენ და ეს არიის ჩვეულებრივი პროცედურა, რომლის მიზანიც ქალაქის სწორი დაგეგმარებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი