ახალი ამბები

კობახიძის კანონპროექტი უნდა ჩავარდეს და ჩვენი ვარიანტი იყოს მხარდაჭერილი – ბესელია

17 აპრილი, 2019 • 731
კობახიძის კანონპროექტი უნდა ჩავარდეს და ჩვენი ვარიანტი იყოს მხარდაჭერილი – ბესელია

დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია, რაც მეორე მოსმენაზე ვერ მოხდება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ბესელია უმრავლესობას სთავაზობს, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ჩააგდოს და მხარი დაუჭიროს 13 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მიმდინარე სასესიო კვირაში გავა კენჭისყრაზე.

“ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა იმ პრინციპს, რაზეც ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა. კონსენსუსითვის მზად ვართ, გარკვეული კორექტირებაც შევიტანოთ მასში”, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში გაკრიტიკებულია ყველა პრინციპი, კრიტერიუმი და ეტაპი, რაც უმრავლესობის კანონპროექტში არის წარმოდგენილი და შემოთავაზებულია ახალი ხედვა შესაბამისი რეკომენდაციების სახით.

მისი თქმით, ყველაზე მძიმეა ის, რასაც კობახიძემ პოლიტიკური ნაწილი უწოდა, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს ნდობა, პარლამენტს ეძლევა რეკომენდაცია, რომ არ აირჩიოს ყველა მოსამართლე ამ ეტაპზე.

“ანუ არ აქვს ნდობა ხელისუფლების სამი შტოდან ორ შტოს – სასამართლო ხელისულებას და პარლამენტს. ამაზე მძიმე ტერნმინოლოგიით არ წერენ ისინი. მე პირადად ასეთ მკაცრ დასკვნას არ ველოდი და  ყალბი გულდამშვიდება მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას ჰყავს”, – დასძინა ბესელიამ.


“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში 13 დეპუტატის მიერ ინიცირებული ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს ახლებურად განსაზღვრავს. პროექტის თანახმად, მოსამართლეთა წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან 2/3 კვორუმით ხდება. საჭირო ხდება როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა შერჩევის ღია და საჯარო კონკურსის ჩატარებას.

“ამავე დროს, იუსტიციის საბჭოსთვის ამ ინიციატივით დადგენილი იქნება კვორუმი 2/3-ის შემადგენლობით. კანონპროექტით, უზენაეს სასამართლოში არჩევისთვის დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლება გახდეს მოსამართლისთვის პოლიტპატიმრების საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მის მიერ გამოტანილ განაჩენზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური;

ამავე თემაზე:

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი